ხვალ, 9 თებერვალს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, გაგარინის, შარტავას, იმედაშვილის, ქანთარიას, ლვოვის, ყუშიტაშვილის, დარასელიას, ონიაშვილის და მგალობლიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება ცხინვალის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბუდაპეშტის, ბერიტაშვილის და ზემო ვეძისის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის, გულიას და მეფე სოლომონ II ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება ლუბლიანას ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), გუდაუთის და სამტრედიის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მარჯანიშვილის და სანკტ-პეტერბურგის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცინცაძის, ნიკო მარის, ხევსურეთის, მანჯგალაძის, სვანეთის, სააკაძის და ლეჩხუმის ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





