გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 8 თებერვალს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +15, +20 გრადუსამდე მოიმატებს. 9 თებერვალს კი, დღის მეორე ნახევრიდან ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 3 – 4 გრადუსით დაიკლებს.
8 – 9 თებერვალს ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი - სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
ასევე, 8 - 9 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მცირე ნალექი და ნისლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ბარში დღის საათებში +7, +12 გრადუსის ფარგლებში იქნება.





