კრიმინალი

შსს: ყაზბეგის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1993 წელს დაბადებული თ.გ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ "7 თებერვალს, თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, ბრალდებულმა, რომელიც სავარაუდოდ ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით 1993 წელს დაბადებული ხ. ჭ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა". 

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 117-ე მუხლის პირველი ნაწილით. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები