ფრიდონ საყვარელიძე

ყოფილი დეპუტატი, რესპუბლიკური პარტიის ყოფილი წევრი ფრიდონ საყვარელიძე გარდაიცვალა

flickr

ყოფილი დეპუტატი, მედიკოსი და პუბლიცისტი ფრიდონ საყვარელიძე გარდაიცვალა. მიზეზი, სავარაუდოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა. 

ფრიდონ საყვარელიძე მე-3 და მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, მე-8 მოწვევის პარლამენტში ის კოალიცია ქართული ოცნების სიით მოხვდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კი რესპუბლიკური პარტიის პროპორციული სიის მეათე ნომერი იყო. 

ფრიდონ საყვარელიძე ასევე არის მედიცინაში რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის და მონოგრაფიის ავტორი. 1998 წელს შეადგინა და გამოსცა "ადამიანის უფლებათა ლექსიკონი"; წერდა საქართველოს სახალხო დამცველის ეგიდით გამომავალ ჟურნალ "სოლიდარობაში" ადამიანის უფლებების, სამოქალაქო საზოგადოების, რელიგიის, პოლიტიკური იდეოლოგიების და დემოკრატიის საკითხებზე. 

არის რამდენიმე წიგნის ავტორი და მთარგმნელი. 

კომენტარები