ხვალ, 7 თებერვალს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.
სამგორის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ამირანაშვილის, წუწუნავას, გოკიელის, კაკაბაძის და ესენინის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწლობრივ) და ქიზიყის ქუჩის მაცხოვრებლებს.
14 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის და ვარკეთილის დასახლების (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის და მუხიანის IVბ მიკორაიონის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბურძლას ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონი
14 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აბაშიძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





