უმა თურმანი და კვენტინ ტარანტინო

ტარანტინო: უმა თურმანის მანქანის ინცინდენტი ჩემი ცხოვრების უდიდესი სინანულია

unilad.co.uk

რამდენიმე დღის წინ უმა თურმანმა რეჟისორი კვენტინ ტარანტინო სადიზმსა და ცუდად მოპყრობაში დაადანაშაულა.

თურმანის თქმით, ტარანტინომ მას Kill Bill-ის გადაღებების დროს იმ მანქანაში ჩაჯდომა აიძულა, რომელიც გაუმართავი იყო და რომელშიც მსახიობმა ავტოავარიის შედეგად სხეულის სხვადასხვა ნაწილი დაიზიანა. თურმანისვე თქმით, რეჟისორი მას გადაღებების დროს აფურთხებდა და ჯაჭვით ახრჩობდა ხოლმე.

უმა თურმანმა დღეს, ინსტაგრამზე ავარიის ამსახველი ვიდეოც გაავრცელა. მისი თქმით, მას ეს ვიდეო თავად კვენტინ ტარანტინომ მისცა.

ბრალდებებს ტარანტინო გამოეხმაურა. რეჟისორის თქმით, უმა თურმანის ინცინდენტი მისი კარიერისა და ცხოვრების უდიდესი სინანულია.

"მე და უმა ამის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში ვსაუბრობდით. მას უნდოდა რომ ამდენი წლის შემდეგ ამ ინცინდენტისთვის ნათელი მოეფინა. მე მაშინ [გადაღებების დროს] მას ვუთხარი, რომ გზა უსაფრთხო და სწორი იყო. ის დამეთახნმა, რადგან ჩემი სჯეროდა და მენდობოდა. შევცდი, მაგრამ მისთვის მანქანაში ჩაჯდომა არ დამიძალებია. კადრი გადავიღეთ და უმა ამ დროს ავტოავარიაში მოყვა. არავინ ვიცოდით რა მოხდა. შეჯახების შემდეგ, როდესაც უმა საავადმყოფოში წავიდა მე ტანჯვას ვგრძნობდი იმის გამო რაც მოხდა. ეს არის ჩემი კარიერისა და ცხოვრების უდიდესი სინანული" - თქვა კვენტინ ტარანტინომ.

კომენტარები