საპრეზიდენტო არჩევნები 2018

ბურჯანაძე: ეჭვი მეპარება, ჩემზე უკეთესი საპრეზიდენტო კანდიდატი გამოჩნდეს

ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ჩემზე უკეთესი საპრეზიდენტო კანდიდატი გამოჩნდეს, უკაცრავად საზოგადოებასთან ასეთი არათავმდაბლური განცხადებისთვის, მაგრამ თუ გამოჩნდება ასეთი, რომელიც ერთი კრიტერიუმით მაინც უკეთესი იქნება ქვეყნისთვის, ვიდრე ნინო ბურჯანაძე, აქ, თქვენი ეთერის მეშვეობით პირობას ვდებ, რომ მე არავითარ შემთხვევაში არათუ კენჭს არ ვიყრი, არამედ მას მხარსაც დავუჭერ... უფრო გამოცდილს, უფრო კომპეტენტურს, უფრო კარგი კონტაქტების მქონეს, უფრო გამბედავს, ამას ვეძახი [ჩემზე უკეთეს კანდიდატს].

დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი ნინო ბურჯანაძე პალიტრანიუსის ეთერში.

კომენტარები