გიორგი გაბედავა

რუსული პრესის ცნობით, მოსკოვში გიორგი გაბედავას სცემეს და დაჭრეს

life.ru

მოსკოვში გიორგი გაბედავას სცემეს. ინციდენტი 3 თებერვალს მოხდა. რუსული მედიის ცნობით, გაბედავა სოსო პავლიაშვილის პროდიუსერად მუშაობს. ის რუსეთში კლიპზე სამუშაოდ რამდენიმე კვირის წინ, ცოლთან ერთად ჩავიდა. 

ცოლ-ქმარს ბინა ნათესავმა დაუთმო, თუმცა მეზობლები, ასევე საქართველოს მოქალაქეები, გაბედავას აღნიშნულ ბინაში გადასვლას აგრესიულად შეხვდნენ. როგორც life.ru წერს, ისინი ერთმანეთს რამდენჯერმე სიტყვიერადაც დაუპირისპირდნენ, რის გამოც ცოლ-ქმარმა გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო. 

რუსული მედიის ცნობით, იმ დღეს, როდესაც გაბედავა სხვა ბინაში საცხოვრებლად გადადიოდა, ერთ-ერთი მეზობელი სადარბაზოსთან დახვდა და სცემა. კონფლიქტში სხვა მეზობლებიც ჩაერთვნენ. ჩხუბის დროს თავდამსხმელებმა პნევმატური იარაღი გამოიყენეს.

დაჭრილი გაბედავა საავადმყოფოში მოათავსეს. მას სამი ტყვია აქვს მოხვედრილი, გატეხილი აქვს ცხვირიც. 

კომენტარები