6 თებერვალს, თბილისის სამ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის და ავშნის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის და რომელაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ტოვსტონოგოვის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერბუკის ქუჩის მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





