ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ბერლინის კედელი

ბერლინის კედელი 10316 დღე იდგა, მისი დანგრევიდან 10316 დღე გავიდა

ორშაბათი, 5 თებერვალი, 2018 - 16:17
tbl.ge/2rig
დაკოპირდა
1961 წელი, დასავლეთ გერმანელი მამაკაცი შვილს კედლის მეორე მხარეს გახედვაში ეხმარებაPaul Schutzer / Getty Images
Paul Schutzer / Getty Images
Paul Schutzer / Getty Images
დასავლეთ ბერლინში გადასული ქალი ესაუბრება აღმოსავლეთ ბერლინში დარჩენილ დედასGetty Images
Paul Schutzer / Getty Images
1961 წლის აგვისტო, აღმოსავლეთ გერმანელი მშენებელი აშენებს კედლის ახალ ნაწილსPaul Schutze / Getty Images
ჰანს კონრად შუმანი ახტება მავთულხლართებს, 1961 წლის 15 აგვისტოAP
დასავლეთ ბერლინელი ახალგაზრდები კედლის მშენებლობას აპროტესტებენPaul Schutzer / Getty Images
დასავლეთ ბერლინელი ბავშვი ცდილობს გააღოს კედლის დალუქული კარი, 1961 წლის აგვისტოPaul Schutzer / Getty Images
Paul Schutzer / Getty Images
აღმოსავლეთ გერმანელ ჯარისკაცებს გაჰყავთ მომაკვდავი პიტერ ფეხტერი. მას დასავლეთ ბერლინში გადასვლის მცდელობისას ესროლეს. 1962 წლის 17 აგვისტოAP
ხელი ბერლინის კედის მეორე მხრიდან, 1961 წლის აგვისტოPaul Schutzer / Getty Images
ლიბანელი ბიზნესმენი, ედმონდ ხაიატი კედლის აღმართვის გასაპროტესტებლად 38 კილოიან ხის ჯვარს ატარებსPaul Schutzer / Getty Images
აღმოსავლეთ გერმანელი თინეიჯერები ბალახებში იმალებიან და დასავლეთში გადაპარვის შანსს ელოდებიან. 1961 წლის ოქტომბერიPaul Schutzer / Getty Images
აღმოსავლეთ გერმანელი თინეიჯერი კვეთს ბერლინის კედელს, 1961 წლის ოქტომბერიPaul Schutzer / Getty Images
1961 წლის აგვისტო, დასავლეთ ბერნილის მხრიდან ახალგაზრდა წყვილი კედლის მეორე მხარეს დარჩენილ მშობლებს ელაპარაკებაThe Guardian
Paul Schutzer / Getty Images
დასავლეთ გერმანელი გოგონა თამაშობს კედელთანPaul Schutzer / Getty Images
აღმოსავლეთ გერმანელი ჯარისკაცი ბავშვს ბურთს უბრუნებსPaul Schutzer / Getty Images
Paul Schutzer / Getty Images
Paul Schutzer / Getty Images
რონალდ რეიგანი ბრანდენბურგის კარიბჭესთან, 1987 წლის 12 ივნისიGetty Images
ხალხი გადადის ბერლინის კედელზე, 1989 წლის ნოემბერიGetty Images
აღმოსავლეთ ბერლინელი მესაზღვრეები დგანან ბერლინის კედელზე, კედლის ნგრევა დაწყებულია, 1989 წლის 11 ნოემბერიReuters
აღმოსავლეთ გერმანელი მესაზღვრე იყურება კედლის ნანგრევებში, 1989 წლის ნოემბერიReuters
რეიგანი ანგრევს კედელს, 1990 წლის 12 სექტემბერიGetty Images
რეიგანი ანგრევს კედელს, 1990 წლის 12 სექტემბერიGetty Images

ბერლინის კედელი აღმოსავლეთ და დასავლეთ ბერლინს 10316 დღის მანძილზე ყოფდა და დღეს მისი დანგრევიდან ზუსტად ამდენი დღე გავიდა. კედლის არსებობის მანძილზე მისი გადაკვეთისას 133 ადამიანი მოკლეს. 5,000 ადამიანმა კედლის გადალახვა წარმატებით შეძლო.

ბერლინის კედლის ქრონოლოგია

1961 წლის 13 აგვისტო - აღმოსავლეთ და დასავლეთ ბერლინს შორის საზღვარი ჩაიკეტა. საზღვარზე მავთულხლართები გააბეს. შემდგომში ამ მავთულხლართების ადგილას 155 კილომეტრი სიგრძის და 3.60 მეტრი სიმაღლის კედელი აღმართეს.

1961 წლის 14 აგვისტო - დაიხურა ბრანდენბურგის კარიბჭე.

1961 წლის 15 აგვისტო - კედლის მშენებლობისას დაიწყეს ცემენტის ბლოკების გამოყენება. კონრად შუმანი გახდა პირველი აღმოსავლეთ გერმანელი მესაზღვრე, ვინც მავთულხლართებს გადაახტა და დასავლეთ ბერლინში გადავიდა.

1961 წლის 16 აგვისტო - მავთულხლართებს ცემენტის ბლოკები ანაცვლებს. კედელი თავდაპირველად 2 მეტრი სიმაღლის იყო.

1961 წლის 26 აგვისტო - დასავლეთ ბერლინის მოქალაქეებისათვის ყველა სასაზღვრო პუნქტი დაიკეტა.

1962 წლის ივნისი - აშენდა მეორე კედელი. შემდგომში პირველიც გააუმჯობესეს.

1962 წლის 17 აგვისტო - 18 წლის პიტერ ფეხტერს აღმოსავლეთ ბერლინიდან დასავლეთში გადაპარვის მცდელობისას ესროლეს. ის დასავლური მედიის თვალწინ მოკვდა და მისი დახმარების საშუალება მათ მესაზღვრეებმა არ მისცეს.

1963 წლის 26 ივნისი - პრეზიდენტი კენედი ჩავიდა ბერლინში და თქვა „მე ბერლინელი ვარ“

1963 წლის 17 დეკემბერი - ბერლინის სენატს და აღმოსავლეთ ბერლინის წარმომადგენლებს შორის 7 რაუნდიანი მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმდნენ დასავლეთ ბერლინელებისთვის აღმოსავლეთში მცხოვრები ნათესავების მონახულების უფლება მიეცათ.

1972 წლის მაისი - გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებს მისცეს უფლება მოენახულებინათ გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები ნათესავები, თუმცა მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში.

1973 წლის მაისი - აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა.

1975-1976 წლები - დაიწყო ცნობილი Stutzwandelement UL 12.11-ის მშენებლობა. მისი ყველა სექციის სიმაღლე 3.6 მეტრს აღწევდა და 1.20 მეტრის სიგანის იყო. ამან კედლის გადალახვა კიდევ უფრო გაართულა.

1987 წლის 12 ივნისი - ბერლინში ჩავიდა აშშ-ის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი და მიხაილ გორბაჩოვს კედლის დანგრევისაკენ მოუწოდა.

1989 წლის 6 თებერვალი - კრის გეფროი გახდა ბოლო ადამიანი, ვინც ბერლინის კედლის გადაკვეთის მცდელობისას მოკლეს.

1989 წლის 10 სექტემბერი - უნგრეთის მთავრობამ აღმოსავლეთ გერმანიას საზღვარი გაუხსნა. 13,000-მდე გერმანელი ავსტრიაში გადავიდა.

1989 წლის 4 ნოემბერი - აღმოსავლეთ ბერლინის მთავარ მოედანზე დემოკრატიის მოთხოვნით გამართულ აქციაზე მილიონამდე ადამიანი გამოვიდა. რამდენიმე დღეში აღმოსავლეთ გერმანიის მთავრობა გადადგა.

1989 წლის 9 ნოემბერი - აღმოსავლეთ გერმანიის მთავრობამ დასავლეთ გერმანიაში ვიზიტი ნებადართული გახადა. ათასობით გერმანელი დასავლეთში გადავიდა. ხალხმა კედლის ნგრევა დაიწყო.

1989 წლის 22 დეკემბერი - ბრანდენბურგის კარიბჭე გაიღო.

1990 წლის 3 ოქტომბერი - გერმანია ფორმალურად გაერთიანდა.

ბერლინის კედელიაღმოსავლეთ გერმანიასაბჭოთა კავშირირონალდ რეიგანიჯონ კენედი

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2014 - 15:37გერმანიის დედაქალაქში ბერლინის კედლის დაცემის 25 წლისთავი აღნიშნეს
  • ორშაბათი, 3 ოქტომბერი, 2011 - 03:193 ოქტომბერი გერმანიის გაერთიანების დღეა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

რუტე: პუტინს ახლა აღლუმის ჩატარება მხოლოდ ზელენსკის მიერ გამოცემული განკარგულებით შეუძლია
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 21:57

რუტე: პუტინს ახლა აღლუმის ჩატარება მხოლოდ ზელენსკის მიერ გამოცემული განკარგულებით შეუძლია

კაცს, რომელიც არასრულწლოვან გერს აუპატიურებდა, სააპელაციომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 21:35

კაცს, რომელიც არასრულწლოვან გერს აუპატიურებდა, სააპელაციომ უვადო პატიმრობა მიუსაჯა

BOG-ის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ექსპორტის თემაზე ვორკშოპი გაიმართება (რ)
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 20:21

BOG-ის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ექსპორტის თემაზე ვორკშოპი გაიმართება (რ)

უილსონი: მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი საქართველოსგან ქცევის შეცვლას ითხოვს
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 20:02

უილსონი: მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი საქართველოსგან ქცევის შეცვლას ითხოვს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Spotlight X გაიმართება (რ)
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 19:52

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Spotlight X გაიმართება (რ)

ყველაზე კითხვადი

მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
1მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
2ადვოკატის ცნობით, გულბაათ რცხილაძე ირანში გამგზავრებას გეგმავდა
3კონფლიქტს ახალი ხარისხი მისცეს – პუტინი კვლავ სტარობელსკზე მიტანილ იერიშზე ლაპარაკობს
4პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის შვილს საქართველოში აქციაში მონაწილეობისთვის 6 წელი მიუსაჯეს
5უკრაინამ დრონებით დაარტყა რუსულ ბრიგადას, რომელიც ბუჩაში ომის დანაშაულებს ჩადიოდა

ბოლო ვიდეო

ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 15:00ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში