ბერლინის კედელი

3 ოქტომბერი გერმანიის გაერთიანების დღეა

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/reagan.png##fbimage#
დღეს , 3 ოქტომბერს, გერმანიის  გაერთიანების დღესთან დაკავშირებით, სასტუმრო ”რადისონში” საქართველოში გერმანიის საელჩო მედიის წარმომადგენლებისთვის საზეიმო მიღებას გამართავს. გერმანიაში  1989 წელს გაიხსნა ,  1961 წელს  საბჭოთა გამყოფი  კედლით  გადაკეტილი ,ეროვნული საზღვრები.  ბერლინის კედელი დაინგრა, ერთი წლის შემდეგ კი აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანია  ოფიციალურად გაერთიანდა. ამ ყველაფერს წინ უძღოდა  აღმოსავლეთ გერმანიის მშვიდობიანი რევოლუცია და ცივი ომი, რომლის პირობებშიც 1987 წლის ივნისში  შეერთებული შტატების მაშინდელმა პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა, ბერლინის  გამყოფი კედლის წინ წარმოთქმულ სიტყვაში საბჭოთა ლიდერს მიხეილ გორბაჩოვს მოუწოდა, დაენგრია კედელი, რომელიც ქალაქს საბჭოთა აღმოსავლეთად და დემოკრატიულ დასავლეთად ყოფდა:    ” გენერალურო მდივანო გორბაჩოვ, თუ საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის მშვიდობა, კეთილდღეობა და ლიბერალიზაცია გსურთ, ამ კარიბჭესთან მოდით. ბატონო გორბაჩოვ, გახსენით ეს კარიბჭე. ბატონო გორბაჩოვ, ბატონო გორბაჩოვ, დაანგრიეთ ეს კედელი!“

1989 წლის შემოდომით ბერლინის კედლის დაცემამ დიდი გავლენა მოახდინა  აღმოსავლეთ ბლოკის დანარჩენ წევრებზე. კომუნისტური რეჟიმები ერთმანეთის მიყოლებით დაემხო.  1990 წლიდან  მოყოლებული გერმანიაში 3 ოქტომბერი  გერმანიის გაერთიანების დღესასწაულია.  

კომენტარები