ხვალ, 5 თებერვალს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
13 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თაბუკაშვილის, ჭანტურიასა და ვასო აბაშიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიისა და ანაპის ქუჩის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კასპის, დოესის, ზურაბიშვილის, უბილავას, ლეხ კაჩინსკის, ნოსირის, აწყურისა და წინანდლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის I მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





