2 თებერვალს, თბილისის შვიდ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

Creative commons

ხვალ, 2 თებერვალს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის და ვიქტორ კუპრაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

14 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება ქინძმარაულის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), ჩაჩავას, ლუბლიანას და მიხეილ ჭიაურელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის, რუსთავის გზატკეცილის, შოთა ნიშნიანიძის და გორგასალის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ) და მარჯანიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, მუხრან მაჭავარიანის, მეფე მირიანის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება ცხინვალის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების XI მიკრორაიონის III კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის V კვარტლის, სოფელი გლდანის, ავშნის და გია რომელაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის და საექიმოს ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები