35-ე სკოლის მოსწავლეების დაჭრა

35-ე სკოლის მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

pfid.net

ყაზბეგის გამზირზე დაჭრილი თბილისის 35-ე სკოლის მოსწავლეების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ექიმების განცხადებით, მათ ქირურგიული ჩარევა არ დასჭირდათ.

"ორივე პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილური. არიან მეთვალყურეობის ქვეშ. ჰემოდინამიკური მაჩვენებლები არის სტაბილური. მთელი ღამის განმავლობაში უტარდებოდათ ლაბორატორიულ-დიაგნოსტიკური კვლევები, რომლებიც დღესაც გაგრძელდება. ლაბორატორიული მაჩვენებლების საფუძველზე გადაწყდება შემდგომი ტაქტიკა. ამ წუთისთვის, ქირურგიული ჩარევა არ იგეგმება", - აცხადებს თეა თავართქილაძე, რესპუბლიკური საავადმყოფოს გადაუდებელი განყოფილების გამგე.

35-ე სკოლის მოსწავლეები გუშინ საღამოს დაჭრეს. ისინი ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ტაბულას კითხვას, არის თუ არა ბრალდებული დაკავებული, შსს-ში პასუხობენ, რომ "მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები".

კომენტარები