ვითარება გზებზე

თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გზების დეპარტამენტი

თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158 ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დიდთოვლობისა და უამინდობის გამო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები იყო დაწესებული.

კომენტარები