ცნობილი ადამიანები

ტომ ჰარდის ტატუ ლეონარდო დიკაპრიოზე, რომელიც მან სანაძლეოში წააგო

The Hollywood Reporter

მსახიობმა ტომ ჰარდმა Esquire Uk-თან მისი და ლეონარდო დიკაპრიოს ურთიერთობაზე ისაუბრა.

ჰარდის თქმით, 2016 წელს მან ლეონარდო დიკაპრიოსთან სანაძლეო დადო. დიკაპრიო ამბობდა, რომ ტომ ჰარდი იმავე წელს ოსკარზე საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელ ნომინაციაში იქნებოდა წარდგენილი. ასეც მოხდა, ამიტომ სანაძლეოს წაგების სანაცვლოდ დიკაპრიომ ჰარდს ტატუს გაკეთება მოთხოვა.

"მან მთხოვა დამეწერა - ლეომ ყველაფერი იცის. მე დავთანხმდი" - თქვა ტომ ჰარდმა.

ინსტაგრამზე დადებულ სურათში ჩანს, როგორ აწერია ტომ ჰარდს "ლეომ ყველაფერი იცის". [Leo knows all].

კომენტარები