ხვალ, 31 იანვარს, თბილისის ხუთ რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.
საბურთალოს რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის III მიკრორაიონის, სოფელი დიღმის, პეტრიწის, მეფე მირიანის, თამარაშვილის, ცინცაძის, კოსტავას და ბენდელიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლეხ კაჩინსკის, ნავთლუღის, რიჩარდ ჰოლბრუკის, წერნაკის, ჭრელაშვილის და ჰოსპიტლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილორის, ზარზმის, სარაჯიშვილის, იპოლიტოვ-ივანოვის, ლაზოს, წყალსადენის, ჭედიას, შუშის და ტაძრის ქუჩების მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
13 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აგლაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





