დანაშაულის სტატისტიკა

შსს: 2017 წელს 2016-თან შედარებით რეგისტრირებული დანაშაული 5,4%-ით გაიზარდა

flickr

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2017 წლის დანაშაულის სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყებამ მონაცემები 2 წლის შემდეგ პირველად გამოაქვეყნა. 

შსს-ის ცნობით, 2017 წელს სულ 37 944 დანაშაული დარეგისტრირდა, რომელთა 53.2% გახსნილია. 2016 წელთან შედარებით, რეგისტრირებული დანაშაულის მაჩვენებელი 5.4%-ით არის გაზრდილი. 2016 წლის გახსნის მაჩვენებელი 57.4%-ია.

შსს-ის ინფორმაციით, ქვეყანაში 2017 რეგისტრირებული დანაშაულის 64.5% ჯანმრთელობის წინააღმდეგ, ასევე, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული და ნარკოტიკული დანაშაულებია. 

2017 წელს სიცოცხლის წინააღმდეგ დანაშაულის (სისხლის სამართლის კოდექსის 108-116-ე მუხლები; მკვლელობა, განზრახ მკვლელობა, განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, თვითმკვლელობამდე მიყვანა, სხვა დანარჩენი) - რიცხვი 1013 იყო, მათგან 184 გაიხსნა. ყველაზე მეტი საქმის წარმოება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო - 665 საქმე, გაიხსნა - 7. 

2016 წელს ანალოგიური დანაშაულის 905 ფაქტი დარეგისტრირდა, რომელთაგან 181 გაიხსნა. 

დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ - (სისხლის სამართლის კოდექსის 117-126/1 მუხლები - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება, ოჯახში ძალადობა, სხვა) 2017 წელს დარეგისტრირდა 5349 საქმე, გაიხსნა - 3509;

ანალოგიურ დანაშაულზე 2016 წელს - დარეგისტრირდა 4660 საქმე, მათგან 3038 გაიხსნა;

დანაშაული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ (სისხლის სამართლის 137-141 მუხლები. გაუპატიურება და სხვა დანარჩენი) - 2017 წელს დარეგისტრირდა 339 საქმე, გაიხსნა - 220;

2016 წელს ანალოგიური მუხლებით დარეგისტრირდა 336 საქმე, გაიხსნა - 229;

დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ (სისხლის სამართლის კოდექსის 171-176 მუხლები) - 2017 წელს დარეგისტრირდა 38 საქმე, გაიხსნა - 12;

დანაშული საკუთრების წინააღმდეგ (სსკ-ის 177-189 მუხლები: ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა) - დარეგისტრირდა 14385 საქმე, გაიხსნა - 6186;

შსს-ის დანაშაულის სტატისტიკა სრულად იხილეთ აქ

კომენტარები