ვითარება საავტომობილო გზებზე

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 29-ე კმ-ზე, კერძოდ ჟინვალთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ცნობისთვის, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოიშალა, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო. გაწმენდითი სამუშაოები დილიდან მიმდინარეობდა.

კომენტარები