ხვალ, 30 იანვარს, თბილისის ოთხ რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.
კრწანისის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელა ჭედიას, შუშის და ულიანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინო ჩხეიძის, მარჯანიშვილის და სანაპიროს ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"- აცხადებს თელასი.





