ხანძარი

სამხრეთ კორეაში საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 39 ადამიანი ემსხვერპლა

EPA

სამხრეთ კორეაში, დედაქალაქ სეულიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ მირიანის საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 39 ადამიანის სიცხოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 70. მათი ნაწილის მდგომარეობა კრიტიკულია. გარდაცვლილებს შორის არის ერთი ექიმი და ერთი ექთანი.

ცეცხლის გაჩენის დროს საავადმყოფოში 200-მდე პაციენტი იმყოფებოდა.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები