26 იანვარს, თბილისის ოთხ რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

newcastle.gov.za

ხვალ 26 იანვარს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოების ჩატარებას ასახელებს.

სამგორის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონისა და სუხიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხარფუხის, ცურტაველისა და გრიშაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იუნკერთა ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი


10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქოშიგორის დასახლების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, სამხედრო გზატკეცილისა და ჯორჯ ბალანჩინის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება"- აცხადებს თელასი.

კომენტარები