ხვალ, 23 იანვარს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.
გლდანის რაიონი
11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სარაჯიშვილის, კრუპსკაიას, რიონის, ფოცხიშვილის და ულიანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, აღმაშენებლის ხევინის მე-10 კილომეტრის (ნაწილობრივ) და დისევის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოლმეურნეობის მოედანის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.
დიდგორის რაიონი
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა შინდისის მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





