22 იანვარს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.
დიდგორის რაიონი
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდუბის დასახლების და თორნიკე ერისთავის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების და იუმაშევის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის მაცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, პასტერის, უზნაძის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





