ინციდენტი ბათუმში

ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალში, ლიფტის შახტაში ქალი ჩავარდა

batumelebi.ge

ბათუმის საზღვაო ჰისპოტალში 40 წლამდე ქალი ლიფტის შახტაში ჩავარდა. 

ის კლინიკა მედინაში გადაიყვანეს. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას ხერხემლისა და გულმკერდის მალების კომპრესიული მოტეხილობა აღენიშნება.

როგორც ინტერპრესნიუსს თვითმხილველებმა უთხრეს, დაშავებული ქალი საზღვაო ჰოსპიტალის თანამშრომელია, შახტა კი, რომელშიც ჩავარდა, უფუქნციო იყო. 

მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით იძიებს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები