აშშ-ისრაელი

ტრამპი: აშშ-ის საელჩოს იერუსალიმში გადატანა ერთ წელიწადში ვერ მოხდება

AP

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადება იმის შესახებ, რომ აშშ საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში ერთ წელიწადში გადაიტანს.

ნეთანიაჰუმ ეს განცხადება ინდოეთში ვიზიტისას გააკეთა. მისი თქმით მყარი მოლოდინი აქვს, რომ სალჩოს გადატანის პროცესი მოსალოდნელზე სწრაფად წარიმართება და წლის ბოლოს დასრულდება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, რექს ტილერსონის თქმით საელჩოს გადატანას სულ მცირე 3 წელი დასჭირდება, და ეს გათვლაც კი ამბიციურია.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა ისრაელში საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანა 6 დეკემბერს, ისრაელის დედაქალაქდ იერუსალიმის აღიარებასთან ერთად გადაწყვიტა.

კომენტარები