ბიტკოინი

სამხრეთ კორეამ შესაძლოა, კრიპტოვალუტებით ვაჭრობა აკრძალოს

flickr.com

სამხრეთ კორეის მთავრობა განიხილავს შესაძლებლობას ქვეყანაში აიკრძალოს კრიპტოვალუტებით ვაჭრობა. კორეის მთავრობის განმარტებით, კრიპტოვალუტები სპეკულაციისა და ფულის გათეთრების მაღალ რისკებს შეიცავს, რისგანაც მათ მოსახლეობა უნდა დაიცვან.

სამხრეთ კორეა საბოლოო გადაწყვეტილებას მიმდინარე კვირაში მიიღებს. ამასთანავე ქვეყანა არ ასაჯაროებს აკრძალავს მხოლოდ იმ კრიპტოვალუტებით ვაჭრობას, რომლებიც ფულის გათეთრებისთვის გამოიყენებიან თუ სრულად დახურავს ყველა ვალუტით ვაჭრობას.

ბიტკოინის უკანასკნელი გაუფასურება სწორედ სამხრეთ კორეის მთავრობის გადაწყვეტილებას უკავშირდება. 

ერთი თვის წინ, 2017 წლის 17 დეკემბერს ბიტკოინმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, როდესაც ერთი ბიტკოინი $19,841 დოლარი ღირდა, ახლა კი ბიტკოინი $10,800-ად ივაჭრება. ბიტკოინთან ერთად საშუალოდ 30%-ით არის შემცირებული ყველა სხვა კრიპტოვალუტის ღირებულებაც.

კომენტარები