მარეკ დუდაევი

მკვლელობაში ბრალდებული მარეკ დუდაევი ოკუპირებულ ცხინვალში მოკლეს

რუსული და აფხაზურენოვანი მედიის ცნობით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მარეკ დუდაევი მოკლეს. მედია ინფორმაციას ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის სამართალდამცავებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

"მკვლელმა დუდაევს 3-ჯერ ესროლა. მისი გვამი სოფელ არცევში იპოვეს. სოფლის კლუბის ყოფილ ტერიტორიაზე მას ფერმა ჰქონდა გაშენებული. წინასწარი ინფორმაციის მიხედვით, ის შენობის მეორე სართულზე იმყოფებოდა, როცა თანასოფლელმა მას 3 ჭრილობა მიაყენა,"- აცხადებს დე-ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

მარეკ დუდაევი ქართველმა სამართალდამცავებმა 2004 წლის მარტში 3 ადამიანის მკვლელობის, ფულის გამოძალვისა და ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს და შემდგომში სასამართლომ მას 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის პატიმრობიდან 2013 წლის 8 იანვარს საყოველთაო ამინისტიის დროს გაათავისუფლეს. დუდაევმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია გათავისუფლების დღესვე დატოვა. 

კომენტარები