მარეკ დუდაევი

დუდაევი სავარაუდოდ ცხინვალში იმყოფება

ცხინვალი
www.icmm.ge

სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, მარეკ დუდაევი ცხინვალში იმყოფება. დუდაევი, რომელსაც ქართველმა სამართალდამცველებმა 2004 წლის მარტში რამდენიმე ადამიანის მკვლელობის, ფულის გამოძალვისა და ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს და შემდგომში სასამართლომ 23 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, პატიმრობიდან რამდენიმე დღის წინ გათავისუფლდა. ინტერპრესნიუსის ცნობით, დუდაევი საკუთარ ოჯახთან ცხინვალში, გუშინ გაემგზავრა, ხოლო იმას, რომ ყოფილმა პატიმარმა საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორია უკვე დატოვა, შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ მარეკ დუდაევს 23 წლით თავისუფლების აღკვეთა 2005 წელს მიესაჯა. იგი პატიმრობაში 9 წელი იმყოფებოდა, შემდგომში კი ამინისტიის მუხლები შეეხო და ოთხწლიანი საპატიმრო ვადა ჰქონდა დარჩენილი, თუმცა შეკრებითობის პრინციპის გაუქმებით ესეც მოეხსნა.

კომენტარები