NDI-ის კვლევა

NDI: გამოკითხულთა 60% ევროკავშირს ირჩევს, ხოლო 29% ევრაზიულ კავშირს

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 72%-ისთვის მისაღებია "საქართველოს გაცხადებული მიზანი, გახდეს ევროკავშირის წევრი", მიუღებელია 21%-ისთვის, ხოლო კითხვაზე პასუხი არ იცის 7%-მა. 

ასაკობრივი დაყოფა:


გამოკითხულთა 64%-ისთვის მისაღებია "საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, ქვეყანა გახდეს ნატო-ს წევრი". მიუღებელია 26%-ისთვის, პასუხი არ აქვს 9%-ს. 

ასაკობრივი დაყოფა:



კითხვაზე, სად უნდა გაწევრიანდეს საქართველო, ევრაზიულ კავშირში თუ ევროკავშირში, 60% ევროკავშირს პასუხობს, ხოლო 29% ევრაზიას. 

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2017 წლის 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს ატარებს CRRC-საქართველო. ცდომილების ზღვარია +/-1.9%.

კომენტარები