ამაღამ, ისნის რაიონის 50-ზე მეტ ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება

Creative commons

ამაღამ, ისნის რაიონის 50-ზე მეტ ქუჩას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.

02:30 საათიდან 04 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის, მახათას შესახვევის, კახეთის ხევის, კვეზერელის, ნიორაძის, მუკუზანის, ვაჟა-ივერიელის, მარტყოფის, წურწუმიას, გურჯაანის, ნასაკირალის, აბულაძის, ირბახის, დმანისის, მთავარანგელოზის, ერისთავის, დმანისის, ობსერვატორიის, ალადაშვილის, ხივინის, სართიჭალის, ქურხულის, იზაშვილის, ბადიაურის, კვეზერელის, შორაპნის, გუთნის, თელავის, წინანდლის, ახმეტის, ხახანაშვილის, მთისძირის, გედევანიშვილის, ვარდისუბნის, ამირეჯიბის, ანდღულაძის, არველაძის, აწყურის, ბეთანიის, ვახტანგ მეექვსის, ბაქრაძის, გუჯარეთის, სომხეთის, საბარგოს, კალანდაძის, რაზიკაშვილის, ლეხ კაჩინსკის, ტვიშის, შილდის, წალენჯიხის, უშაკოვის, ავლაბრის, გოლოვნის, მელაანის და სევანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები