16 იანვარს, თბილისის სამ რაიონს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

newcastle.gov.za

ხვალ, 16 იანვარს, ისნის, ვაკის და დიდგორის რაიონებს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის I, II მიკრორაიონების, ხელოვანთა და მშველიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ატენის, ჭაბუა ამირეჯიბის და ნინო რამიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდგორის რაიონი

13 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი შინდისის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები