ვითარება გზებზე

გუდაური-კობის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა აღდგა

გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრასნპორტისათვის მოძრაობა თავისუფალია.

"გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება", - აცხადებენ უწყებაში.

მათივ ინფორმაციით, თოვის გამო, აკრძალვა რჩება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობაზე.

კომენტარები