ქურდობა

წერეთელზე მაგთის ოფისი გაქურდეს

რუსთავი 2

წერეთლის გამზირზე მაგთის ოფისი გაქურდეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დილით მისულ თანამშრომლებს ოფისი გატეხილი დახვდათ. სავარაუდოდ, მოპარულია მობილური ტელეფონები, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე დეტალებზე არ საუბრობს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე, ქურდობის მუხლით მიმდინარეობს. 

ამ დროისთვის სამართალდამცავებს არავინ დაუკავებიათ.

კომენტარები