კრიმინალი

ზაჰესში ცოლ-ქმარი მოკლეს

Getty Images

ზაჰესში ცოლ-ქმარი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი მძარცველებმა მაშინ მოკლეს, როცა მათი კუთვნილი მაღაზიის გაქურდვას ცდილობდნენ.

შსს-ს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები