ისრაელი

ისრაელმა 1.5 კმ სიგრძის გვირაბი გაანადგურა, რომელიც ღაზას ეგვიპტესთან აერთებდა

USnews

ისრაელის სამხედრო ძალების მტკიცებით მათ კილომეტრნახევარი სიგრძის მიწისქვეშა გვირაბი გაანადგურეს, რომელიც ღაზას ეგვიპტესთან აერთებდა.

ისრაელის სამხედრო ძალების სპიკერის თქმით გვირაბზე საჰაერო დარტყმების შეთანხმება ეგვიპტის მმართველობასთან მოხდა.

ისრაელის მიერ გავრცელებულ განცხადებაში გვირაბი "ტერორისტულ ინფრასტრუქტურად" მოიხსენიება. ისრაელი მის გაყვანაში ჰამასს ადანაშაულებს.

ისრაელი უარყოფს ჰამასის განცხადებას, რომ გვირაბი ღაზაში სხვადასხვა პროდუქტის შესატანად გამოიყენებოდა და აცხადებს, რომ მისი მთავარი დანიშნულება ისრაელზე თავდასხმის მოწყობა იყო.

სამხედრო ძალების განცხადებით ისინი გვირაბს ხანგრძლივი დროის მანძილზე აკვირდებოდნენ. უკანასკნელი ორი თვის მანძილზე ისრაელმა ღაზას სექტორიდან გამომავალი უკვე მესამე გვირაბი გაანადგურა.

კომენტარები