ვლადიმირ პუტინი

პუტინმა ლენინის ნეშტი მართლმადიდებელ წმინდანთა ნაწილებს შეადარა

Kremlin

რუსეთი პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსულ მედიასთან საუბარში ლენინის ნეშტი ქრისტიანულ სიწმინდეებს შეადარა.

"აი ხედავთ, ლენინი არის მავზოლეუმში. რით განსხვავდება ეს მართლმადიდებელ წმინდანთა ნაწილებისაგან? როდესაც მეუბნებიან, რომ ქრისტიანობაში მსგავსი ტრადიცია არ არის, როგორ არ არის, წადით ათონში, ნახეთ იქ, არის წმინდანთა ნაწილები, აი ჩვენც აქ გვაქვს ასევე წმინდა ნაწილები." თქვა მან.

პუტინმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ კომუნისტური იდეოლოგია ქრისტიანობას ჰგავს. "თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა, სამართლიანობა - ეს ყველაფერი წერია წმინდა წერილში. და კომუნიზმის კოდოქსი? ეს უბრალოდ ბიბლიის პრიმიტიული ფორმაა, არაფერი ახალი არ მოუფიქრებიათ."

მან ასევე აღნიშნა, რომ მისი ეს სიტყვები შეიძლება ვიღაცებს არ მოეწონოთ.

კომენტარები