ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
პანკისის სპეცოპერაცია

სავარაუდოდ თემირლან მაჩალიკაშვილი Facebook-ზე ISIS-ს გულშემატკივრობდა

ხუთშაბათი, 11 იანვარი, 2018 - 23:28
tbl.ge/2q0k
დაკოპირდა
Isis-ის ერთერთი ლიდერი თარხან ბათირაშვილი
Isis-ის ერთერთი ლიდერი თარხან ბათირაშვილი

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც პანკისის სპეცოპერაციის დროს დაიჭრა, 10 იანვარს საავადმყოფოში გარდაიცვალა. დიდი ალბათობით, გარდაცვლილ მაჩალიკაშვილს ეკუთვნოდა Fb-გვერდი Temirlan Pankisskii. მისი Fb-ნაცნობები თემირლან მაჩალიკაშვილის ფოტოებზე სწორედ Temirlan Pankisskii-ს ნიშნავდნენ. თავადაც ატვირთული აქვს 19 წლის მაჩალიკაშვილის ფოტო. გარდა ამისა, Temirlan Pankisskii-ს მეგობრებში ჰყავს თემირლან მაჩალიკაშვილის დები - ნატა და ნათია. ერთ-ერთი მათგანი მონიშნულიც ჰყავს - როგორც და. 

2016-2017 წლებში, Temirlan Pankisskii-ს არაერთი ვიდეო აქვს ატვირთული და გამოქვეყნებული, რომელშიც ის ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდას ეწევა. ერთ-ერთ ვიდეოში ის გლოვობს ისლამური სახელმწიფოს ერთერთ ლიდერს თარხან ბათირაშვილს. გარდა ამისა, ის ფოტოებს და ვიდეოებს დებდა ISiS-ის მებრძოლების შესახებ. Cover-ის ფოტოდ კი, ლოპოტას ხეობაში ლიკვიდირებული ასლან მარგოშვილი უყენია.

ისლამური სახელმწიფოს ვიდეოს, რომელსაც Temirlan Pankisskii ავრცელებდა, აწერია, რომ ისინი ალაჰისთვის კლავენ და ალაჰისთვის კვდებიან.

ტაბულა დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კითხვით - ეკუთვნის თუ არა Fb-გვერდი Temirlan Pankisskii გარდაცვლილ თემირლან მაჩალიკაშვილს, შესწავლილი აქვს თუ არა სუს-ს გვერდის შინაარსი და თუ იცოდა გვერდის არსებობის შესახებ, რატომ არ ასაჯაროებდა ამ ინფორმაციას მაჩალიკაშვილის შესახებ გაკეთებულ განცხადებებში. სუს-ი დაგვპირდა, რომ დაგვირეკავენ. მათ პასუხს 11 იანვრის 22:00-დან ველოდებით. სუს-ის ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დეკემბრის ბოლოს, სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. 10 იანვრამდე ის საავადმყოფოში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, გუშინ კი, გარდაიცვალა.

ოჯახის წევრების მტკიცებით, თემირლან მაჩალიკაშვილს სპეცრაზმის თანამშრომლებმა საწოლში, მძინარეს ესროლეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით კი, სპეცოპერაციისას, ის სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ხელყუმბარის აფეთქებას შეეცადა. სუს-ის განცხადებითვე, ამოღებული ვიდეოკადრებიდან ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან. მათ მედიას ვიდეოც მიაწოდეს.

---

საქართველოს კანონმდებლობით, ტერორისტული საქმიანობის ან/და ტერორისტული ორგანიზაციის საჯაროდ მხარდაჭერა ან ტერორიზმისაკენ საჯაროდ მოწოდება სისხლის სამართლის დანაშაულია.

მუხლი 330​1. ტერორისტული საქმიანობის ან/და ტერორისტული ორგანიზაციის საჯაროდ მხარდაჭერა ან ტერორიზმისაკენ საჯაროდ მოწოდება

1. ტერორისტული საქმიანობის ან/და ტერორისტული ორგანიზაციის ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მხარდაჭერა (გარდა ამ კოდექსის 331​1 მუხლით გათვალისწინებული ქმედებისა), თუ ეს ქმნის ტერორისტული საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. ტერორისტული საქმიანობის განხორციელებისაკენ ზეპირად, წერილობით ან გამოხატვის სხვა საშუალებით საჯაროდ მოწოდება ან ტერორისტული საქმიანობის განსახორციელებლად საქვეყნოდ ინფორმაციის გავრცელება, მიუხედავად იმისა, შეიცავს თუ არა იგი დანაშაულის ჩადენისაკენ პირდაპირ მოწოდებას, თუ ეს ქმნის ტერორისტული საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.

პანკისის სპეცოპერაციათემირლან მაჩალიკაშვილიISIS-ის პროპაგანდა

ამავე თემაზე

  • სამშაბათი, 22 ოქტომბერი, 2019 - 15:37პანკისის სპეცოპერაციის საქმეზე გომელაური, გოგაშვილი და ჩიმაკაძე დაიკითხნენ
  • ხუთშაბათი, 11 იანვარი, 2018 - 16:14სესიაშვილი ოპოზიციის კრიტიკაზე: ეს წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციაა
  • ხუთშაბათი, 11 იანვარი, 2018 - 12:55მაჩალიკაშვილის მამა სპეცრაზმელზე: იმას ნუ გააკეთებენ, რომ ოჯახიანად ამოვწყვიტო
  • ხუთშაბათი, 11 იანვარი, 2018 - 11:23პრემიერი: როგორც არ უნდა დასრულდეს გამოძიება, ვუსამძიმრებ მაჩალიკაშვილის ოჯახს
  • ხუთშაბათი, 11 იანვარი, 2018 - 11:11პრემიერი სპეცოპერაციაზე: წინასწარი დასკვნები აზიანებს სახელწიფო ინტერესებს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

უკრაინის იერიშის შედეგად, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 6 თვე ვერ იმუშავებს - Reuters
ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026 - 00:40

უკრაინის იერიშის შედეგად, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 6 თვე ვერ იმუშავებს - Reuters

ზელენსკი: ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 22:47

ზელენსკი: ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

PACE-მ საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 22:04

PACE-მ საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა - დროა
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 20:09

პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა - დროა

მასწავლებლის ჯილდოს კონკურსს 120-ზე მეტი მონაწილე ჰყავს - პროექტის მხარდამჭერია BOG (რ)
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 19:36

მასწავლებლის ჯილდოს კონკურსს 120-ზე მეტი მონაწილე ჰყავს - პროექტის მხარდამჭერია BOG (რ)

ყველაზე კითხვადი

Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
1Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
2ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
3ვინც 1-ელ ოქტომბრამდე განაცხადებს, რომ ფიქციურ ქორწინებაშია სასჯელისგან გათავისუფლდება
4ლავროვი იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს "მთელი ზომების კომპლექსით" დაიცავენ
5რუსეთმა შავ ზღვაში ოთხ სავაჭრო გემზე იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი მეზღვაური

ბოლო ვიდეო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 11:37ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში