სამწუხაროა, რომ ვერ მოხერხდა ოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გადარჩენა, თუმცა, სახელმწიფომ და ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად. და რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს გამოძიება, მინდა, სამძიმარი ვუთხრა მის ოჯახს. მინდა, ასევე, ჩემი პატივისცემა დავუდასტურო ჩვენს ქისტ თანამემამულეებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში, თავიანთი დამოკიდებულებით, არაერთხელ დაამტკიცეს საქართველოსა და მისი ინტერესების ერთგულება. ამ სიმტკიცეში არავის შეაქვს ეჭვი და გარწმუნებთ, რომ აქ ბზარის შეტანა შეუძლებელია. ჩვენს საზოგადოებას კარგად ესმის, რომ სახელმწიფო პასუხისმგებელია საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და ჩვენი სპეცსამსახურები ყველაფერს გააკეთებენ ამ უპირველესი ვალდებულების უზრუნველსაყოფად
tbl.ge/2q0w
დაკოპირდა
საქართველოს პრემეირმინისტრი გიორგი კვირიკაშვილის პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას და მის შედეგებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გამოეხმაურა.
ამავე თემაზე
- პანკისის სპეცოპერაციის საქმეზე გომელაური, გოგაშვილი და ჩიმაკაძე დაიკითხნენ
- სავარაუდოდ თემირლან მაჩალიკაშვილი Facebook-ზე ISIS-ს გულშემატკივრობდა
- სესიაშვილი ოპოზიციის კრიტიკაზე: ეს წმინდა წყლის პოლიტიკური სპეკულაციაა
- მაჩალიკაშვილის მამა სპეცრაზმელზე: იმას ნუ გააკეთებენ, რომ ოჯახიანად ამოვწყვიტო
- პრემიერი სპეცოპერაციაზე: წინასწარი დასკვნები აზიანებს სახელწიფო ინტერესებს