ეს პოლიტიკური სპეკულაციაა წმინდა წყლის და სხვა მეტი არაფერი შეიძლება ამას დავარქვათ. შეფარვით ცდილობენ, რაღაც ვიწრო პოლიტიკური ქულები დაიწერონ მაშინ, როდესაც ეს საქმე ეხება ქვეყნის უსაფრთხოებას. მაშინ, როდესაც სპეცრაზმელი დაიღუპა, ახალგაზრდა კაცი დაიღუპა და სპეკულაციაა მაშინ როდესაც გამოძიება ასე ვთქვათ, აქტიურ პროცესშია. ნდობის ჯგუფი ჩატარდა. ჩართულები არიან დამოუკიდებელი ექსპერტები. მე არ მიმაჩნია ეს სწორად. ეს არის შეფარვით იმის ჩვენება, რომ ვიწრო პოლიტიკური ინტერესები გვირჩევნია ამ ქვეყნის მომავალ მშვიდობიან დღეს და დანარჩენი ყველა კითხვაზე რა თქმა უნდა პასუხი გაეცემა.
tbl.ge/2pzm
დაკოპირდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდოამრე ირაკლი სესიაშვილი პანკისის სპეცოპერაციისა და მისი შედეგების შესახებ. სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას უმრავლესობაში პოლიტიკურ სპეკულაციად აფასებენ.
ამავე თემაზე
- პანკისის სპეცოპერაციის საქმეზე გომელაური, გოგაშვილი და ჩიმაკაძე დაიკითხნენ
- სავარაუდოდ თემირლან მაჩალიკაშვილი Facebook-ზე ISIS-ს გულშემატკივრობდა
- მაჩალიკაშვილის მამა სპეცრაზმელზე: იმას ნუ გააკეთებენ, რომ ოჯახიანად ამოვწყვიტო
- პრემიერი: როგორც არ უნდა დასრულდეს გამოძიება, ვუსამძიმრებ მაჩალიკაშვილის ოჯახს
- პრემიერი სპეცოპერაციაზე: წინასწარი დასკვნები აზიანებს სახელწიფო ინტერესებს