12 იანვარს, თბილისის ხუთ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ხვალ, 12 იანვარს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს. 

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, სოფელ დიღომში "ნატბეურების" დასახლების, ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, გოძიაშვილის, კვანტალიანის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), პეტრე სარაჯიშვილის, დიდგორის და გიორგი ჭანტურიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის III მიკრორაიონის, ვაზისუბნის II მიკრორაიონის, ხეხილ-სანერგე მეურნეობის, ვაზის და მამისაანთუბნის ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის V კვარტლის მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალეკო გობრონიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთი გზატკეცილის, ლილოს დასახლების, სადგური დიდი ლილოს და იუმაშევის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები