ევროპული საქართველო

კაპანაძე: უმრავლესობა ცდილობს მინისტრების პარლამენტში დაბარების წესი გააუქმოს

უმრავლესობა განიხილავს შესაძლებლობას, რომ მთავრობას აღარ ჰქონდეს ვალდებულება დაბარების შემთხვევაში, მოვიდეს პარლამენტში და ფრაქციების მიერ დასმულ შეკითხვებს გასცეს პასუხი. ეს გადაწყვეტილება იქნება სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის და რეალურად, ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც არსებობს დღეს პარლამენტში, რომ განხორციელდეს ეფექტური ზედამხედველობა მთავრობაზე, დაიკარგება. მინდა, მოვუწოდო ყველას, რომ ყურადღებით მოეკიდონ ამ საკითხს და მათი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად იმუშაონ, მათ შორის მთავრობასთან, რომ ეს ნაბიჯი არ გადაიდგას.

პრობლემა, თუ რატომ არ მოდიან მთავრობის წევრები პარლამენტში, მათ პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული და ამიტომ, ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს. მსოფლიოს არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არის მიღებული პრაქტიკა, რომ თუ მთავრობა ვალდებულებას ვერ ასრულებს, ეს ვალდებულება უნდა გააუქმო

ევროპული საქართველოს დეპუტატის სერგი კაპანაძის თქმით, ქართული ოცნება განიხილავს შესაძლებლობას, რომ გაუქმდეს მუხლი, რომლის მიხედვითაც მთავრობა ვალდებულია, დაბარების შემთხვევაში, პარლამენტში გამოცხადდეს

კომენტარები