ლარის კურსი

ლარი დოლართან 0.25 თეთრით გამყარდა, ევროსთან კი 1.17 თეთრით გაუფასურდა

განახლებული 50 ლარიანი
bloomberg.com

10 იანვრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.25 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ახალი კურსი 2.5778 ლარი გახდა. ევროსთან მიმართებით კი ლარი გაუფასურდა. გაუფასურებამ 1.17 თეთრი შეადგინა, რის შედეგადაც ახალი კურსი 3.0892-მდე გაიზარდა.

ეროვნულმა ბანკმა 5 იანვარს ლარის კურსის გამოთვლის წესში ცვლილება შეიტანა. 5 იანვრამდე ეროვნული ბანკი ოფიცალურ კურსს 1 სამუშაო დღის განმავლობაში დადებული გარიგებებით ითვლიდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში ვაჭრობის მოცულობა აღემატებოდა 3 მილიონ დოლარს. თუ ვაჭრობა ამაზე ნაკლები იყო, ოფიციალური კურსი ითვლებოდა დღევანდელთან ერთად წინა სამუშაო დღის გარიგებების საშუალო მაჩვენებლის გამოანგარიშებით. ეროვნულმა ბანკმა შეცვალა აღნიშნული წესი და ვაჭრობის 3 მილიონიანი მოთხოვნა 1.5 მილიონ დოლარამდე შეამცირა.

2017 წლის 11 თვეში ექსპორტი $2.4 მილიარდი დოლარი იყო (27.0 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი $7.1 მილიარდი დოლარი (8.8 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წლის იანვარ-ნოემბერში $4.7 მილიარდი დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.0 პროცენტი შეადგინა. დეკემბრის ეკონომიკური მონაცემების შესახებ ჯერ-ჯერობით დაზუსტებული ინფორმაცია არ ვრცელდება.

 

კომენტარები