ხვალ, 11 იანვარს, ვაკის და ისნის რაიონებს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდებათ. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.
ვაკის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10:30 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





