მადაგასკარი

მადაგასკარზე ტროპიკულმა ციკლონმა 29 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

http://www.africanews.com

მადაგასკარზე ტროპიკულმა ციკლონმა "ავა" 29 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ათეულობით ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება, 80 000 კი თავშესაფრის გარეშეა დარჩენილი. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ციკლონი კუნძულ მადაგასკარზე პარასკევს, 5 იანვარს, დაიწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდა. ამ დროისთვის საფრთხე აღარ არსებობს. შესაბამისი სამსახურები ზარალს ითვლიან. სტიქიამ ყველაზე მეტად კუნძულის დედაქალაქი ანტანანარივუ დააზარალა.

მადაგასკარს ციკლონმა 2017 წლის მარტშიც გადაუარა. მაშინ სტიქიას 50 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კომენტარები