ბულგარეთი

ბულგარელი ბიზნესმენი საკუთარ ოფისთან ჩაცხრილეს

Stoyan Nenov/Reuters

ბულგარელი ბიზნესმენი საკუთარ ოფისთან ჩაცხრილეს. შემთხვევა 8 იანვარს, დილით, სოფიაში მოხდა. 49 წლის პეტარ ჰრისტოვს მაშინ ესროლეს, როცა იგი ოფისიდან გამოსული საკუთარ მანქანაში ჯდებოდა. ჰრისტოვი საავადმყოფოში მაშინვე გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის სროლიდან ნახევარ საათში გარდაიცვალა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

პეტარ ჰრისტოვი ბულგარეთში უმსხვილესი რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელი და მეპატრონე იყო. გარდა ამისა, ის სამშენებლო და ტურისტულ ბიზნესშიც მოღვაწეობდა.

გამოძიება მკვლელობის სავარაუდო მოტივზე ჯერ არ საუბრობს. უცნობია, დააკავეს თუ არა საქმეში ეჭვმიტანილიც.

კომენტარები