საყოფაცხოვრებო ტექნიკა

ჭურჭლის სარეცხი მანქანა საქართველოში ყველაზე ნაკლებად მოთხოვნადი მსხვილი ტექნიკაა

flickr.com

საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 100,000 ცალი სარეცხი მანქანა, 90,000-ზე მეტი გაზქურა, 65,000-ზე მეტი კონდინციონერი იყიდება. მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკიდან ყველაზე ნაკლები პოპულარობით კი ჭურჭლის სარეცხი მანქანა სარგებლობს. 2016 წელს ჭურჭლის სარეცხი მანქანების იმპორტმა მხოლოდ 9,052 ერთეული შეადგინა, რაც სარეცხი მანქანების იმპორტთან შედარებით 12-ჯერ ნაკლებია.

აღნიშნული სტატისტიკა აჩვენებს, რომ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარი ყველაზე დიდი 2014 წელს იყო და მობილურების ჩათვლით ის $312 მილიონ დოლარს აღწევდა. 2015 წელს ლარის გაუფასურების გამო ტექნიკის იმპორტი 40%-ით, $182 მილიონ დოლარამდე შემცირდა. 2016 წელს კი შემცირება ზრდამ შეცვალა და ბაზარი 12%-ით გაიზარდა, თუმცა ბაზრის ზომა 2015 წლის მაჩვენებელზე ნაკლებია. 

ამ შემცირების მთავარი მიზეზი ლარის გაუფასურება და შესაბამისად, მოსახლეობის შემოსავლების შემცირება იყო. 

საქართველოში ჭურჭლის სარეცხი მანქანების დაბალი პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შესაძლოა, მოსახლეობის დაბალი შემოსავლებია, რის გამოც მოსახლეობა შენაძენის განხორციელებისას უპირატესობას ანიჭებს იმ ტიპის ტექნიკას, რომელსაც ბევრი ალტერნატივები არ მოეძებნება (მაგალითად: მაცივარი, სარეცხი მანქნა, ტელევიზორი და აშ.). 

კომენტარები