საყოფაცხოვრებო ტექნიკა

რა ზომისაა საქართველოს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარი

GETTY

საქართველოში ყოველწლიურად 100 000-ზე მეტი ტელევიზორი, 100 000-ზე მეტი სარეცხი მანქანა და უთო იყიდება. საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და მობილურების იმპორტი მაქსიმალური 2014 წელს იყო და ის $312 მილიონ დოლარს აღწევდა. 2015 წელს ლარის გაუფასურების გამო ტექნიკის იმპორტი 40%-ით, $182 მილიონ დოლარამდე შემცირდა. 2016 წელს კი შემცირება ზრდამ შეცვალა და ბაზარი 12%-ით გაიზარდა, თუმცა ზოგიერთი ტექნიკის იმპორტი მაინც შემცირებულია.

აღნიშნული სტატისტიკა აჩვენებს, რომ მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკიდან საქართველოში ყველაზე ნაკლები მოთხოვნით ჭურჭლის სარეცხი მანქანები სარგებლობს. 2016 წელს საქართველოში სულ 9 ათასი ჭურჭლის სარეცხი მანქანის იმპორტი განხორციელდა, მაშინ როდესაც სარეცხი მანქანების იმპორტი ამაზე 12-ჯერ უფრო დიდი იყო.

რაც შეეხება მობილურების იმპორტს, ის რაოდენობრივად ყველაზე დიდი 2011 წელს იყო და 1.6 მილიონ მობილურს შეადგენდა (თანხორბრივად $68 მილიონს). თანხორბივად კი იმპორტი ყველაზე დიდი 2014 წელს იყო და ის $148 მილიონ დოლარს შეადგენდა (რაოდენობრივად 1.4 მილიონი ცალი). ასეთი სხვაობა 2011-2016 წლებში საშუალო ტელეფონის ტიპის სახეცვლილებამ გამოიწვია, რადგანაც უკანასკნელ წლებში ახალ ტელეფონებში სმარტფონების წილი 2/3-ს აჭარბებს, მათი ღირებულება კი ჩვეულებრივ მობილურ ტელეფონებთან შედარებით რამდენჯერმე მაღალია.

კომენტარები