დღეს, 4 იანვარს, გლდანის და სამგორის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს.
გლდანის რაიონი
11:00-დან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის II მიკრორაიონის, სარაჯიშვილის, ჭედიას, კაჭარავას, ანდრონიკაშვილის, ულიანოვის, ერისთავი-ჯორჯაძის, კრუპსკაიას, რიონის, ფოცხიშვილის, ზაჰესის და სკოლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი-3 VI, VIII, IX მიკრორაიონების, კახეთის გზატკეცილის, სამშენებლო დასახლების, შუამთის, ჯავახეთის და გრიგოლ ლორთქიფანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება" - აცხადებს თელასი.





