ყაჩაღობა

შსს: დავაკავეთ პირი, რომელიც გურიაში, მარკეტში, იარაღის მუქარით ფულს ითხოვდა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ყაჩაღობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული ნ.ხ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ სანადირო თოფით შეიარაღებული, ნიღბიანი ბრალდებული ოზურგეთის რაიონის სოფელ მერიაში მდებარე მაღაზიაში შეიჭრა და სავაჭრო ობიექტის მფლობელს იარაღის მუქარით ფული მოსთხოვა. შეშინებულმა ქალბატონმა ყვირილი დაიწყო და შველას ითხოვდა, რის გამოც ნ.ხ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ოზურგეთის რაიონის სოფელ თხინვალში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - ერთლულიანი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - აცხადებენ შსს-ში.

უწყების ცნობითვე, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები